"მმართველი გუნდის მიზანი არა"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია, არამედ იუსტიციის მინისტრის მსოფლმხედველობის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაა"
პოლიტიკა - 14:43, 03 Jul, 2018     988
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ცვლილებებს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელებას უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რეალურ მიზანს არა კანონის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია, არამედ იუსტიციის მინისტრის მსოფლმხედველობის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა წარმოადგენს.

"იუსტიციის მინისტრი საჯარო განცხადებებით ამბობდა, რომ კომისია ცდილობს და ახერხებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პრეზიდენტს. კონსტიტუციის და კანონის რომელ ჩანაწერს ეფუძნებოდა იუსტიციის მინისტრის ეს განცხადებები და რა უფლებამოსილება აქვს კომისიას, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციით ერთადერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირადაა დადგენილი? - ალბათ კარგი იქნება, რომ ამას თვითონ გასცეს პასუხი. ანუ, ის ერჩოდა ამ კომისიას, ერჩოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და სამწუხაროდ, ახლა ამ შესაძლებლობას იყენებს, რომ კანონით განმტკიცდეს მისი ეს მიმართება კომისიასთან", აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, მიუღებელი და არასწორია ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირება.

"დღეს დადასტურდა რისი ეჭვიც მქონდა, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ არის ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს არის კიდევ ერთხელ უნდობლობა სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტის მიმართ და ინსტიტუტის რყევა. განხორციელდა უფლებამოსილებების შეკვეცა და თითქოს ამ ყველაფრის დაბრალება ახალი კონსტიტუციისთვის, რაც ფაქტობრივად არასწორია. მე ვითხოვდი, რომ მიეთითებინათ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლი, პუნქტი, რომელსაც აფუძნებენ ამ ცვლილებებს და ვერავინ ვერ მიუთითა ეს, იმიტომ რომ ეს არ არსებობს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა კანონში ცვლილებების პროექტის ის კონკრეტული მუხლები გააკრიტიკა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ზღუდავს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცვლილებების მოხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ერთმევა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის უფლება, ეზღუდება კომისიის საქმიანობის წესის განსაზღვრის უფლება, ასევე, მოქალაქეებს აღარ ექნებათ გამონაკლისი წესით მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით პრეზიდენტისთვის პირდაპირი წესით მიმართვის შესაძლებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42