"ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს" - პაატა მანჯგალაძე
პოლიტიკა - 13:49, 03 Jul, 2018     1677

„ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, ასქართველოსი არჩენების სპეციფიკაზე საუბრობს. პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ ხელისულების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პროცესის ისე ორგანიზება, რომ მონაწილეებს შეექმნათ რეალური შეჯიბრის და კონკურენციის ილუზია.

„საქართველოში არჩევნებში წარმატება მიიღწევა არა რეალური კონკურენციით, აზრებისა და იდეების პროგრამების შეჯიბრით, არამედ დიდი ოდენობით არადეკლარირებული შავი ფულის, ადმინისტრაციული რესურსის და საარჩევნო კამპანიაში ძალოვანი უწყებების ჩართულობით.

გადამწყვეტ როლს საარჩევნო შედეგის დადგომაში ასრულებს საინფორმაციო ველზე შეტევა და მასში ჩართულია როგორც ქართული, ასევე უცხო ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდის საშუალებები, რაც ვნახეთ კიდეც 2012 წელს.

არჩევნების მიზნებისთვის ხელისუფლების სტრატეგიის მთავარი ღერძია ერთის მხრივ, ამომრჩევლების „შეშინება" „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების ჰიპოტეტური საფრთხით, მეორეს მხრივ, კი პროცესის ისე ორგანიზება, რომ მონაწილეებს შეექმნათ რეალური შეჯიბრის და კონკურენციის ილუზია. ანუ, ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს.

მაშინ, როცა, ფინანსური, ადამიანური და საინფორმაციო რესურსების თვალსაზრისით, დისბალანსი აშკარაა და პირდაპირ აისახება ბოლო 4 არჩევნების შედეგებზე. უცდომელად იძლევა, როგორც უბნებისა და ოქლების დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგების წინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობას, რაც "ახალი საქართველოს" კვლევებიტაც დადასტურდა.

ამ განცხადების მიზანი არ არის საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და არჩევნების მიმართ ნდობის დაკარგვა. ჩემი მიზანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ რა მასშტაბის მატარებელ- მტრულ ძალასთან უწევს ბძოლა. წარმატების მიღწევა მხოლოდ ძალების მაქსიმალური კონსოლიდირებითა და მიზანდასახული, გააზრებული საინფორმაციო კამპანიითაა შესაძლებელი, რადგან მოქალაქის არჩევანი დიდწილად დამოკიდებულია ინფორმაციაზე, რომელსაც ის ყოველდღიურად იღებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტ უარყოფით ინფორმაციას იღებს ადამიანი X კანდიდატის შესახებ, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ამომრჩეველი სწორედ ამ X კანდიდატის სასარგებლოდ მისცემს ხმას"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42