ირანელი გენერალი ისრაელს და არამეგობარ ქვეყნებს წვიმის ღრუბლების "გატაცებაში" ადანაშაულებს
მსოფლიო - 13:02, 03 Jul, 2018     2334

ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის დირექტორი გოლამრეზა ჯალალი ისრაელს და კიდევ ერთ "მეზობელ ქვეყანას" კლიმატური ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს. ირანელი ჩინოვნიკი სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა და ქვეყნის აგრარულ რაიონებთან დაკავშირებით ისაუბრა. ქვეყანაში არსებულ გვალვებთან დაკავშირებით ჯალალიმ განაცხადა, რომ ირანის კლიმატი გარე ჩარევების შედეგად შეიცვალა. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი იტყობინება, გოლამრეზა ჯალალი წვიმის არარსებობას "მტრების მაქინაციების" შედეგს უწოდებს.

გოლამრეზა ჯალალის თქმით, ისრაელი "ირანის ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანასთან" ერთად ზემოქმედებას ახორციელებს წვიმის ღრუბლებზე, რომელიც ირანისკენ მიემართება და ამ ზემოქმედების შედეგად წვიმის მოსვლის შესაძლებლობას სპობს. მეორეს მხრივ, ირანის არამეგობარი ქვეყნები "იტაცებენ" ღრუბლებს, რომლებსაც ბუნებრივი ნალექი გადააქვთ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათს, 30 ივნისს, ქალაქ ჰორამშაჰრეში, რომელიც ირანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც სასმელი წყლის უკმარისობას უკავშირდებოდა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ძალა და რეზინის ტყვიები გამოიყენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42