„ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიამ გასცა. ეს არის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, თუმცა მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომსიია რისთვისაც შეიქმნა, ამ კითხვებს რაც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით, იგივე თითქოს და გაღუნულ დანასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს პასუხი გაეცა და ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ცოტა არ იყოს ვფქირობ, რომ ფორმალურია, იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ ცოტა გაუგებარია, ამდენი ხნის მუშაობის შედეგად, მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის თქმით, ხორავას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული ამ საქმის ნებისმიერი მიმართულებით განვითარება:
„სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ახლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არც ერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ, მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც“, - აღნიშნავს მეზვრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






