"კოსმეტიკური ცვლილებები" - ოპოზიცია მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
პოლიტიკა - 12:34, 03 Jul, 2018     722
პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნნა, რომ ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკურია.

„ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები. სამინისტროების რიცხვი და რაოდენობა არ არის კავშირში მცირე მთავრობასთან, თუ მთავრობა ისევე ერევა ეკონომიკაში, როგორც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებში. წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კი ჭიაბერაშვილს მოუწოდა მითები „შვილებსა და შვილიშვილებს“ მოუყვეს.

„თქვენ ეკონომიკური ზრდის პირობებში გეზრდებოდათ სიღარიბე. 2013 წლის შემდეგ სიღარიბე შემცირებულია. ცნობილი მითების შემქმნელია ბატონი ზურაბი. მცირე მთავრობა ნიშნავს იმას, რასაც გვთავაზობს ბატონი პრემიერი. ტყუილებს იძახით ბატონო ზურაბ. თქვენ რასაც ამბობთ მაგას ჰქვია მცირე სახელმწიფო და არა მცირე მთავრობა.

ჯანდაცვა თქვენ არ გინდათ, განათლება არ გინდათ და დაგვანებე თავი. მცირე მთავრობა არის არა მხოლოდ სამინისტროების გაერთიანება, არამედ კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება, სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც მოიტანს, რომ ნაკლები დანახარჯი წავა ადმინისტრაციაზე და უფრო მეტი მოხმარდება ადამიანს. მითები ბატონო ზურაბ, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყევით“, - განაცხადა ზოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42