„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარო უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მარიონეტული რეჟიმი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს:
„26 ივნისს საქართველოში გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებული სანქციები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელიც შედგება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, რომლებმაც თითქოს სხვადასხვა დროს სხვადასხვა კანონდარღვევები ცაიდინეს, რომელიც მიმართული იყო ქართული წარმოშობის პირების მიმართ.
საქართველოს შიგნით მიმდინარე არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც უკანასკნელი დროის მანძილზე განსაკუთრებით გართულდა, საჭიროა დასკვნის გაკეთება იმაზე, რომ თბილისში გადაწყვიტეს საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამოყენება პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყება ასევე საუბრობს რამდენიმე ფაქტზე, მათ შორის აგვისტოს ომზე, მარიონეტული რეჟიმი აღნიშნულს საქართველოს მხრიდან განხორციელებულ აგრესიას უწოდებს და აცხადებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უარყოფითად იმოქმედებს ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობებზე:
„ზემოთ აღნიშნული სიის გაჩენა მიიღება, როგორც კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი ოფიციალური თბილისის ქმედებების უპასუხისმგებლობისა, შიში საკუთარი ბრალეულობის აღიარებისა მეზობელი ქვეყნების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ და როგორც სურვილის არქონა მათ მიმართ ურთიერთობის დარეგულირებისა.
არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ მსგავსი „სანქციები“ კარგად იმოქმედებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ასევე გაართულებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას.
არსებულ ვითარებაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იტოვებს უფლებას შესაბამისი რეგირებისთვის საქართველოს მოქალაქეების მიმართ. კარგი იქნებოდა, რომ „ევროპული სტილის საქართველოში“ გაეანალიზებინათ, რომ სამართლიანობა და კანონიერება გარდაუვალია და თავის დროზე მოხდება ოსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებში ბრალდებულების პოვნა“, - ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






