პარკის დირექტორი ირაკლი სანაია პრობლემის წინაშე დადგა, რომელსაც სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ქმნიან. როგორც მიმართვის ტექსტშია აღნიშნული, სხვადასხვა სამთავრობო უწყების პირველი პირები, რესტორნის მიმართულებით პარკის ტერიტორიაზე გადაადგილებას მანქანებით ითხოვენ. სანაიას განმარტებით მანქანების გადაადგილება პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებს დისკომფორტს უქმნით, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. "თბილისის პარკის" გენერალური დირექტორი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსს თხოვნით მიმართავს, რომ სამთავრობო სექტორის ინფორმირება უზრუნველყონ იმისთვის რომ მომავალში ავტომანქანები მათთვის გამოყოფილ ავტოსადგომზე გააჩერონ. "დაგვერწმუნეთ ნამდვილად არ გამოიყურება ესთეტიურად დაცვის თანხმლები შავი ჯიპების კოლონა ბავშვებითა და უცხოელებით სავსე პარკის შუაგულში", - ნათქვამია მთავრობისადმი გაგზავნილ მიმართვის ტექსტში.
სახელმწიფო კანცელარიაში გაგზავნილ წერილს "თავისუფალი ზონა" ასაჯაროვებს.
მასალის გამოყენების პირობები






