ირაკლი აბესაძემ მათ ის ვიდეოჩანაწერი აჩვენა, რომელშიც თენგიზ კალანდია და მირზა სუბელიანი ერთად გამოდიან შენობიდან. ეს ვიდეო ირაკლი ფიფიას 24 იანვარს აქვს დათვალიერებული და მასზე შესაბამისი ოქმი შედგენილი - "კადრში ჩანს თენგიზ კალანდია, რომელიც უცნობ მამაკაცთან ერთად გამოდის საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან და გადის კადრიდან" - წერია ოქმში.
„ამ კონკრეტული ვიდეოჩანაწერის კონკრეტულ დროს თენგიზ კალანდიასთან ერთად გამოდის იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი მამაკაცი“ - განაცხადა ფიფიამ.
ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, რა ღონისძიებები გაატარეს ,,უცნობი მამაკაცის“ დასადგენად.
მათი თქამით, ვიდეო მასალა, რომელიც საქმეშია, იქ მირზა სუბელიანი ვერ ამოიცნეს.
„იმ დროისთვის, როცა კამერა ვნახეთ, მირზა სუბელიანი დადგენილი არ გვყოლია“ - განაცხადა ფიფიამ.
სიგუამ კი აღნიშნა, რომ მას პირადად ვიდეო არ დაუთვალიერებია.
რაც შეეხება შალვა ბედოიძეს, მისი თქმით კონკრეტული ოქმების გაცნობა მის კომპეტენციაში არ შედის.
მასალის გამოყენების პირობები






