"ბიბლიური თავისუფლება" მღვდელმსახურად კურთხევის კრიტერიუმებს ცვლის - რა შემთხვევაში ეთქმება უარი კანდიდატს
პოლიტიკა - 20:07, 02 Jul, 2018     2000
"ბიბლიური თავისუფლება" იწყებს დაპირებულ რეფორმაციას. ინფორმაცია ამის შესახებ მათ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება


„ჩვენ ბიბლიური თავისუფლების რიგებში მღვდელმსახურებს მივიღებთ 2 კრიტერიუმით:

ა) არაძალადობის პრინციპის აღიარება, არა ფაშიზმს და არა ჰომოფობიას - ანუ ძალადობის დაგმობა, რა ნიშნითაც უნდა ხორციელდებოდეს ის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მღვდელმსახურობის კანდიდატს დაუყონებლივ ეთქმება უარი ეკლესიის წევრობაზე.

ბ) ფაქტობრივი მინიმალური ინფორმაციის ქონა თავისუფლების იდეის რიგ საჭირბოროტო საკითხებზე. ამ თემების შესახებ სახელმძღვანელო მასალა პოსტში ლინკებად არის მოცემული.

2018 წლის 2-9 ივლისს ეკლესიის საეკლესიო კრება არ შეიკრიბება და არ აკურთხებს ახალ მღვდელმსახურებს.

2018 წლის 9 ივლისიდან, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 13:00-15:00 საათებში ეკლესიის დროებით ოფისში, ირაკლი გამრეკელის 47-ში ჩატარდება მღვდელმსახურობის მსურველებთან გასაუბრება, რის შედეგადაც დადგინდება, აქვს თუ არა მომავალ მღვდელმსახურს საკმარისი წარმოდგენა თავისუფლების იდეასა და გირჩისა და ბიბლიური თავისუფლების საქმიანობაზე. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მღვდელმსახურობის მსურველს საკანცელარიო საოპერაციო ხარჯების (20 ლარი) დაფარვის შემდეგ, ადგილზევე გადაეცემა მღვდელმსახურის მოწმობა.

შენიშვნა: თუ მღვდელმსახურობის მსურველი აკმაყოფილებს კრიტერიუმების „ა“ პუნქტში აღნიშნულ მინიმალურ მოთხოვნებს, ანუ არ არის ღიად ფაშისტი და მოძალადე, რაც გაირკვევა მასთან გასაუბრების პერიოდში, მაგრამ „ბ“ პუნქტში აღნიშნულიდან გამომდინარე არც თავისუფლების იდეა აქვს სიღრმისეულად გაცნობიერებული, მას ექნება საშუალება გადაიხადოს თავისუფლების მიზერული ფასი - 100 ლარი და მიიღოს განსხვავებული ფერის საღვთისმსახურო მოწმობა.

ეკლესიის ფინანსური მხარე მთლიანად გამჭვირვალეა საზოგადოებისთვის. ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ჩვენს ფინანსურ ანგარიშებს. შემოწირულობის 100% ხმარდება მართალი სიტყვის გავრცელებას - ფეისბუქის რეკლამებს.“- ნათქვამია ბიბლიური თავისუფლების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42