საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
საზოგადოება - 20:28, 20 Aug, 2013     1093
საქმე ეხება 2013 წლის 8 აგვისტოს გასულ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, პირველმა არხმა ინტერვიუ უხეშად დაამონტაჟა და ამოიღო ყველა ის ეპიზოდი, "რასაც შეიძლებოდა წყენა გამოეწვია ბატონ მედვედევსა და პუტინში".

 


საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური გახლდათ. პრეზიდენტის პრეს-სამსახურთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ჟურნალისტს ეძლეოდა ინტერვიუსთვის 15 წუთი, რაც არხმა საეთერო ზოლში გაითვალისწინა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ეთერში გასულმა მასალამ 25 წუთით გადააჭარბა წინასწარ დადგენილ ქრონომეტრაჟს, ამრიგად ინტერვიუში მოხვდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი.

 


საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ამონარიდს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან":
,,ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით".

 


ამასთან ,,მაუწყებლის ქცევის კოდექსის" საფუძველზე ინტერვიუების რედაქტირების/მონტაჟის დროს უნდა დაიცვას შემდეგი წესები:
-არ შეცვალოთ კითხვებისა და პასუხების თავდაპირველი აზრი ან მთელი ინტერვიუს საერთო არსი;
- ერთ კონტექსტში დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხები არ გამოიყენოთ სხვა კონტექსტში;
- ერთ კითხვაზე გაცემული პასუხი არ გამოიყენოთ სხვა კითხვის პასუხად;
- არ შეცვალოთ ან დაამახინჯოთ კითხვა და არც ახალი კითხვა ჩაამატოთ;

 


შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეთერში გასვლის დროს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და სახელმწიფო მოხელეებს თავი აარიდონ მაუწყებლის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ამასთან მაუწყებელი მზადაა მოისმინოს და გაითვალისწინოს არგუმენტირებული, კომპეტენტური და სამართლიანი კრიტიკა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42