ოპოზიციაში თემაზე კომენტარის გაკეთებისას აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოების მოთხოვნას არ გაიზიარებს და ბიძინა ივანიშვილი მთავარ პროკურორად მისთვის სასურველ პირს დანიშნავს.
„შალვა თადუმაძე არის პირადად ივანიშვილის კადრი და, შესაბამისად, ეს ამტკიცებს იმას, რომ მთელი ეს საუბარი, ვითომდა „ქართული ოცნება“ აპირებდა დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის დანიშვნას, იყო სრული ფარსი. იმიტომ, რომ ივანიშვილს სჭირდება მის მიერ პირდაპირ კონტროლირებადი პროკურატურა და გახარიას უწყება, იმიტომ, რომ ამ ორი უწყების მეშვეობით აკეთებს ის ყველაზე შავ საქმეს, რაც სჭირდება მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე არ აკონკრეტებს განიხილება თუ არა შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






