"სააკაშვილის წინააღმდეგ დევნაში ჩართულია ყველა, მათ შორის მარგველაშვილი, რომელიც ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია" - ზურაბ მელიქიშვილი
პოლიტიკა - 14:50, 02 Jul, 2018     1431
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის თანამონაწილეს უწოდებს.

როგორც მელიქიშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, მოქმედი პრეზიდენტი, ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.

ენმ-სთვის მიუღებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ სააკაშვილისთვის მოქალქეობის დაბრუნების შესახებ დღეს გაკეთებული განცხადება.

"პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის მშიშარა და პირდაპირ თუ ირიბად ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია მისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე. ამის ნათელი დადასტურებაა კახა ბენდუქიძის პოლიტიკური დევნა. დღესაც მარგველაშვილი ამ პასუხით ცდილობს მოიგოს ბიძინა ივანიშვილის გული და მცირე ინდულგენცია მაინც მოიპოვოს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდე რომ ის არ დააკავონ.

ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ დევნაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბოლო 6 წლის განმავლობაში ხორციელდება, ყველანი არიან ჩართულნი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი"- აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და მოქალაქეობის დაბრუნება მოითხოვა.

სააკაშვილის თქმით, მას ქვეყანაში დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოთხოვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე უპასუხეს.

გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ "ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42