"აჩეხილ, აკუწულ ბავშვს მუშტს რომ ურტყამდა, ეს არის გაშველებაო..."- ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 13:56, 02 Jul, 2018     985
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში და შედეგ კომისიაში სამდღიანი დაკითხვებით დაინახა, რომ პროკურატურა არათუ არ ეძებს, არამედ არ ახდენს მტკიცებულებების ამოღებას.

„გამოძიება მიზანმიმართულად შემარცხვენელი ტყუილებით ხსნის, რატომ არ ამოიღო მიმოწერა, რომელიც დაგვეხმარებოდა მოტივის და განზრახვის დადგენაში. გამოძიება ტყუილებს ამბობს, რომ თურმე დ.ღ-ს ტელეფონი იმიტომ არ ამოიღეს, რომ მას ტელეფონი არ ჰქონდა. ორწუთიან ტყუილს ამბობს, იქვე წავუკითხეთ, რომ ტელეფონიც ჰქონდა და თვითონ მიუთითებს ამ ტელეფონზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მტკიცებულებების არმოპოვების პროცესი მიდიოდა რაღაცა მიზნით და აქ არის ეჭვი კონკრეტულად იმ ადამიანის დაძვრენაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ...

დიახაც, იმ პირობებში გვიწევს ჩვენ მუშაობა, რომ განადგურებულია მტკიცებულებები და ამ განადგურებული მტკიცებულებების პირობებშიც ჩვენ ვხედავთ, საქმიდან იკვეთება, რომ ეს ადამიანი, მ.კ, საზარელ მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. როდესაც მივედით პროკურატურის პოზიციის მთავარ წერტილამდე, ვეძახით მას ადვოკატს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ არ გახდებით ეს ადვოკატები, მართლა არ ვკარგავ იმედს, რადგან გადის დრო, ეს ყველაფერი რჩება და ხალხი ამას აფასებს. მორალს არ ვკითხულობ, არ შეიძლება, დიდ შეცდომას გადაყვეს უამრავი ადამიანი. მართლა მინდა, ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება, თორემ ამდენი ხანი არც იქნებოდა საჭირო, მივიღებდით, ავწევდით ხელს. აქ ადამიანი ამბობს, რომ აჩეხილ, აკუწულ ბავშვს მუშტს რომ ურტყამდა, ეს არის გაშველებაო. ასეთ მარაზმატიკულ სურათში ვართ და შავით თეთრზე ყველაფერი წერია”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობის წევრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42