მალაიზიის ძალოვანი უწყებები იძიებენ 11 წლის გოგოსა და 41 წლის მამაკაცის ქორწინების საქმეს.
ჩე აბდულ კარიმ ჩე აბდულ ჰამიდი საიდუმლოდ დაქორწინდა 11 წლის გოგოზე ტაილანდში და საკითხი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა სამართალდამცავ უწყებას მიმართა.
მალაიზიაში გოგოებს საკუთარი ნებით გათხოვება 16 წლის ზემოთ შეულითა, მანამდე კი სჭირდებათ მშობლების თანხმობა და სასამართლოს გადაწყვეტილება. სამარტალდამცავი უწყება აცხადებს, რომ ქორწინება არალეგალურია, რადგან არ არის სასამართლოს მიერ დამტკიცებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალაზე ასახულია, თუ როგორ უჭირავს 41 წლის სიძეს 11 წლის პატარძლის ხელი საქორწილო ცერემონიალზე. ადგილობრივი მედიის ცნობით მამაკაცი ერთ-ერთი სოფლის იმამიც გახლავთ. მას ასევე ჰყავს ორი ცოლი და ექვსი შვილი 5-დან 18 წლამდე ასაკის.
მამაკაცის განცხადებით, მისი მესამე ქორწინება ლეგალურია, რადგან აქვს გოგონას მშობლების თანხმობა.

მასალის გამოყენების პირობები






