„კომისია უფლებამოსილია, თავის მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე გასცეს, როგორც რეკომენდაციები ისე, გარკვეული დასკვნები და მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ესეც გამომდინარეობს პარლამენტის რეგლამენტიდან და ამ კომისიის დებულებიდან.
რაც შეეხება ნაადრევს, ჩვენ ეს რეკომენდაციები უკვე განხილვის სტადიაში გვაქვს დახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. კომისია მუშაობს უკვე რამდნიმე კვირაა, ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს საქმის იმ მასალებიდან, რომელიც კომისიას მიეწოდა მუშაობის დასაწყისში ამიტომ რამდენიმე კვირის თავზე საქმის მასალებიდან გამომდინარე რეკომენდაციების გაცემა არამც და არამც არ არის ნაადრევი“-აცხადებს სერგი კაპანაძე.
„ქართულ ოცნების“ წარმოადგენლები აცხადებენ, რომ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ნაადრევია.
საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაა მოთხოვნილი, მეორე რეკომენდაციაში კი საქმეში მონაწილე მესამე პირის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზეა საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






