„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გვითხრეს, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდენციონერების დამონტაჟება ვერ მოხერხდებოდა, რომ ხმაურიდან გამომდინარე ეს აბიტურიენტებისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო კონდენციონერების შესაძენად. ეს არის პრემიერის ბრძანება, რომელიც 29 ივნისით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის თანახმად კონდენციონერების შესაძენად 20 კალენდარული დღეს მითითებული, თუმცა გამოცდები დღეს დაიწყო და ამ ვადაში ფაქტობრივად დასრულებული იქნება. ანუ, დახარჯავენ 2 მილიონს, იყიდიან 900 კონდენციონერს, მაგრამ რისთვის გამოიყენებენ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ეს თანხა იფლანგება.
მნიშვნელოვანია ამას პრემიერმა გასცეს პასუხი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ხდება ამ კონდენციონერების შესყიდვა" - განაცხადა ლევანხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






