კაპანაძე შსს-ს მიმართავს, ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს
პოლიტიკა - 11:48, 02 Jul, 2018     862
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე შსს-ს მიმართავს, ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი მოზარდის გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

"საქმის მასალების გაცნობის შედეგად კარგად ვნახეთ, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს გარდა ორი მოკლული მოზარდისა, ასევე დაზიანდა ერთი მოზარდი გ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო შსს-თვის, პროკურატურისთვის უკვე 1-ელ და 2 დეკემბერს, როგორც თავად გ.მ-ს, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებიდან, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო, ცალკე გამოძიება დაწყებული არ არის, საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით, ჩემი ღრმა რწმენით ჩატარებული არ არის ისევე, როგორც ცალკე არ არის გამოყოფილი საქმე ამ კონკრეტულ თემაზე. ჩვენ საქმის მასალებიდან ვხედავთ, რომ არის სხვა გამოყოფილი საქმეები, მაგრამ ეხება კონკრეტულ სხვა დანაშაულებს. კერძოდ, ეხება დაფარვას, არ შეტყობინებას, მაგრამ არა ჯანმრთელობის დაზიანებას, რაც ნამდვილად იკვეთება გ.მ-ს შემთხვევაში. ამიტომ, რეკომენდაციის არსი არის, რომ ამ კონკრეტულ თემაზე შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის" - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42