ბრიტანელ გოგონას ემი ჩინიკს თმისცვენა 21 წლის ასაკში დაეწყო. თავის დაბადების დღეზე გოგონამ აღმოაჩინა, რომ თმებმა განსაკუთრებული სსიწრაფით დაიწყო ცვენა. ყოველდღიურად სიტუაცია უარესდებოდა, თავზე ემის ბუდობრივი სიმელოტე გაუჩნდა.
„დავივიწყე ეს პრპბლემა, სანამ რამდენიმე კვირაში სრული გამელოტების ნიშნები არ დამეწყო. როცა სიმელოტე თვალნათელი გახდა, მეგობრების ნაწილმა ჩემთან კონტაქტი შეწყვიტა, ვფიქრობ მათთვის უხერხული იყო ჩემთან კონტაქტი“, - აცხადებს ემი.
მოგვიანებით მამამ ემის პარიკი უყიდა, ედ დროებით დაეხმარა გოგონას საკუთარი თავისადმი რწმენის დაბრუნებაში და მან ქუჩაში გასვლა და თავისუფლად სიარული კვლავ დაიწყო.
თუმცა, ემის თქმით, სულ იმაზე ფიქრობდა, პარიკი რომ შეემჩნია ვინმეს რა რეაქცია ექნებოდა, ამიტომ მისი ცხოვრება მაინც სირთულლეებით იყო სავსე.
მოგვიანებით, ემის მეგობარმა ბიჭმა მის საყვარელ ქალს თმა მთლიანად გადაპარსა და უთხრა, რომ მას ის ისეთი უყვარდა როგორიც არის.
ემის თქმით, ამის შემდეგ მან პარიკზე უარი თქვა და მის გარეშე გაცილებით თვითდაჯერებულად გრძნობს თავს.








მასალის გამოყენების პირობები






