"საქართველოში ნამდვილი თავისუფლება არაა"- დემნას პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი ახალ კოლექციაში (სრული ფოტოკოლაჟი)
შოუ ბიზნესი - 12:02, 02 Jul, 2018     6330
პირველ ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის (ვეტმო) ჩვენება გაიმართა.

უცხოური მედიის შეფასებით დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია Vetements -ში ყველაზე პირადული იყო, რადგან მის აღზრდას და საქართველოს პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა.

ჩვენება ღია ცის ქვეშ, უფრო სწორად კი ხიდის ქვეშ გაიმართა. იმ მაგისტრალზე, რომელიც პარიზის აკრავს გარს და მის საზღვრებს გამოხატავს. ბეტონის თაღების ქვეშ პოდიუმი საბანკეტო სტილში იყო მოწყობილი, რომლის გასწვრივაც პლასტმასის თეთრის სკამები იდგა ქორწილის მსაგავსად თეთრი ბაფთებით გაწყობილი.

დემნა გვასალიამ სპეციალურად ამ ჩვენებისთვის 40 ქართველი მოდელი შეარჩია თბილისიდან.

დემნას თქმით, კოლექციის მთავარი თემა „ოჯახი და ომი“იყო და მან ის შექმნა იმისთვის, რომ საკუთარ თავს დახმარებოდა იმ ტრავმის მოშუშებაში, რომელიც მან ომისგან განადგურებული საქართველოში მიიღო ბავშვობისას, როცა მისი სახლი დაიბომბა, ბებიამ კი სტრესისგან დროებით მეხიერება დაკარგა.

„მე დავუბრუნდი ჩემს წარსულს საქართველოში, იმისთვის რომ ისევ შევხვედროდი ჩემს შიშებს და მტკივნეულ მომენტებს, რომელსაც 90-იანი წლების შემდეგ არ დავბრუნებივარ. მე ნამდვილად ყველაზე პირადი შეთავაზება გავაკეთე.“- განაცხადა დემნა გვასალიამ.

არა მხოლოდ ომი, დემნას კოლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალგაზრდების შეზღუდული თავისუფლებაც იყო:

"მე ისინი გამოვიყენე, იმ ახალგაზრდების ხმად, რომელსაც ის არ აქვთ, რადგან რეპრესირებულნი არიან პოლიტიკური რეჟიმის გამო იმ მხრივ, რომ ვერ გამოხატავენ და ვერ ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ - საქართველოში ნამდვილი თავისუფლება არაა. მე ეს გამოვიარე და ვხვდები, რომ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული დრო იყო, საჭირო იყო რომ ეს მეჩვენებინა სამყაროსთვის.“



Vetements-მა აპლიკაციაც შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთის ომის და ქართველთა გენოციდის ისტორიას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42