"მოვუწოდებთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, გამოიჩინოს ღიაობა კრიტიკის მიმართ" - ადამიანის უფლებათა ცენტრი ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 10:58, 02 Jul, 2018     927

ადამიანის უფლებათა ცენტრი ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ თითქოსდა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ქალთა #5 სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების გაშიშვლების გზით ე. წ. სრული შემოწმების თაობაზე.

ამ განცხადებების ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ქალთა #5 სპეციალურ დაწესებულებაში ქალი პატიმრების შიმშილობა მოთხოვნით, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა უნდა მოიხადოს ბოდიში ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო.

28 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ანგარიში - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“. ანგარიში წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა 2017 წ. 15 დეკემბრიდან 2018 წ. 15 ივნისამდე პერიოდში. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების შეჯამება და ანალიზი განხორციელდა ყველა იმ ინფორმაციის შეჯერებით, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა წლების განმავლობაში აპრობირებული, სანდო მეთოდოლოგიით.

ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: დაგვიანებული სამედიცინო მომსახურება და შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების საჭიროება, უცხოენოვანი ქალი პატიმრებისათვის სოციალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობა, დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებული ქალი პატიმრების პრობლემები, ბრალდებული ქალი პატიმრების პრობლემები და ა.შ. ქალი მსჯავრდებულების გაშიშვლების გზით სრული შემოწმება, კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, რომლის იდენტიფიცირებაც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა. ხანგრძლივი დებატების შემდგომ ხელისუფლებამ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის, ასევე - სახალხო დამცველის რეკომენდაცია და #5 დაწესებულებაში დაამონტაჟა სკანირების აპარატი. ამის მიუხედავად, დღესდღეობით გვაქვს ვითარება, როდესაც დაწესებულებაში შეყვანისას მსჯავრდებულები მაინც მოწმდებიან სრული გაშიშვლებით და ე. წ. ბუქნების გაკეთების გზით და ამის შემდეგ მათ დამატებით სკანერშიც ატარებენ. ამ მანკიერი პრაქტიკის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ფაქტობრივად ყველა გამოკითხული მსჯავრდებული ესაუბრა.

მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ დაწესებულებაში მიღებისას ქალ პატიმრებს არ სთავაზობენ არჩევანს შემოწმების ორ მეთოდს შორის, რაც ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოწმება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მიუთითებენ სამედიცინო შემოწმებაზე . ასეთ შემთხვევაში, სრული შემოწმება, რაზეც ანგარიშშია საუბარი, უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შემოწმებისაგან, რომელიც ექიმის მიერ ხორციელდება და რომელსაც, არსებული კანონმდებლობით, არ უნდა ესწრებოდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები .

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეჭვობს, რომ ქალ პატიმრებს, რომლებიც ამჟამად #5 სპეციალურ დაწესებულებაში შიმშილობენ, არა აქვთ წაკითხული ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი ანგარიში. მათ ინფორმაცია ცალმხრივად და დამახინჯებულად აქვთ მიწოდებული, რაც იწვევს პატიმართა მღელვარებას. შესაბამისად, გამოცხადებული შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პასუხისმგებლობას აკისრებს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციიის სამინისტროს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მზად არის ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რაც ასახულია ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივ ანგარიშში. ამავე დროს, ორგანიზაცია მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს, გამოიჩინოს ღიაობა კრიტიკის მიმართ, იზრუნოს პატიმართა უფლებების დაცვაზე და ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემების გამოსწორებაზე” - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42