თიბისი ბანკმა და DEG-მა 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:55, 02 Jul, 2018     1385

თიბისი ბანკმა გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

„აღფრთოვანებული ვართ თიბისი ბანკის მენეჯმენტის პროფესიონალიზმითა და მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით. ჩვენთვის საამაყოა თიბისი ბანკთან სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ვთვლით, რომ აღნიშნული რესურსი ბანკის კლიენტებს განვითარებაში, ხოლო ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნაში შეუწყობს ხელს", - განაცხადა DEG-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და გერმანიის ბიზნესსაწარმოების სამსახურის უფროსმა, პეტრა კოტემ.

„გვეამაყება, რომ თიბისი ბანკი DEG-ის გრძელვადიანი პარტნიორია. 20 წლის მანძილზე წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, DEG-მა თიბისი ბანკს დახმარება გაუწია არაერთი სასესხო პროდუქტის, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და კაპიტალში ინვესტიციების სახით. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუციის წარმატებულ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

DEG 55 წელზე მეტია რაც განვითარებად ბაზრებზე კერძო ორგანიზაციებს უწევს დახმარებას. მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსური რესურსის გამოყოფას, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს.

2018 წლის 31 მარტის მონაცემებით, DEG-ის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 37.8%-ს შეადგენს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 38.9%-ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42