4 მილიონიანი ტენდერი, პირს რომელმაც ჯაშიშობა აღიარა - ოპოზიცია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს.
საქმე ეხება პეტრე დევრიშაძის კომპანიებს უკავშირდება, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. დევრიშაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყო გასამართლებული.
საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტისგან უშიშროების საბჭოს მოწვევასაც ითხოვს.
„ოფიციალურად რუსეთის ჯაშუში, მილიონობით ლარს იღებს ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმართვისათვის, ამაზე დიდი საფრთხე სახელმწიფოებრიობას რა უნდა შეექმნას. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტში, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს დღეს და ამავე დროს იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომას,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
"ევრიპული საქართველოს" წევრები საკითხის განხილვას ნდობის ჯგუფის ფორმატშიარ გამორიცხავენ.
„მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რომლებმაც ეს თანხა შესაძლებელია კვლავ გამოიყენონ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის საკითხი, რაზეც დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმაც, თავდაცვის მინისტრმაც, შს მინისტრმაც. მათ შორის პარლამენტშიც. საიდუმლო ნაწილზე ნდობის ჯგუფშიც აუცილებელია ამ საკითხზე მსჯელობა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
თემაზე მსჯელობას არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობა.
„შესაძლოა განსახილველი არის კიდეც ეს თემა, მაგრამ როგორც ვიცი ტენდერი იყო ღია. არავითარ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, თავად დერვიშაძის დანაშაულების ხარისხთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია თუ როგორ ასამართლებდნენ ადამიანს გარკვეული პერიოდის წინ,“-ამბობს გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






