აბაშას მხოლოდ ნაგავი და მაწანწალა ძაღლები არ ტოვებენ
საზოგადოება - 17:31, 20 Aug, 2013     1231

 

ეს ყოველივე არ მოხდებოდა აბაშას, რომ პატრონი ყავდეს და დასუფთავების სამსახური კარგად მუშაობდეს. გუშინ სამსახურში მოვდიოდი და იქვე ძაღლების არმია დავინახე, რომლებიც კბილებდაკრეჭილები უყურებდნენ ერთ ქალბატონს რომელსაც ხელში პური ეჭირა და სახლში მიჰქონდა. ქალბატონიც ძაღლების შიშით ვერ ინძრეოდა და ადგილზე იყო გაშეშებული, მოვახერხე და ქალბატონი ძაღლებისგან ვიხსენი, რომელმაც თავისი გასაჭირი გამანდო. ,,ამ მთავრობას რა ვუთხარი მე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა ყველა აქტიურობს და გაიძახიან ხმა მე მომეციო. ამათი იმედი უნდა მქონდეს მე მომავალში? ელემენტარული მაწანწალა ძაღლების საქმე ვერ მოუგვარებია და ესენი საქართველოს ააშენებენ?! რათ უნდა ამ საქმის მოგვარებას ამდენი ფიქრი? ნუთუ ვერ ხვდებიან თუ დასუფთავების სამსახური კარგად იმუშავებს და ქალაქში ნაგავი აღარ იქნება ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემაც მალე მოგვარდება“.

 

- ამ პრობლემით თუ მიმართეთ შესაბამის ორგანოებს?

 

ძალიან ბევრჯერ, მაგრამ შედეგი არ ჩანს, რამოდენიმე თვის წინ გაზეთმა „მომავლის ხმა“–მ გააშუქა ეს პრობლემა, გაშუქებიდან 3-4 დღეში აბაშა და მისი მიმდებარე ტერიტორია სრულიად დასუფთავდა, მაგრამ როგორც კი ამ გაზეთის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა დატოვეს აბაშა ისევ იგივე პრობლემა შეიქმნა. აღარ ვიცით უკვე ვის მივმართოთ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ჟურნალისტებს რომ, დაგვეხმაროთ ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს ვისაც ეს საქმე ეხება და იქნებ ასე მაინც მოვაგვაროთ. აღარ შემიძლია რამდენი ხანია შვილიშვილი მთხოვს გარეთ გავუშვა მეგობრებთან მაგრამ არ ვუშვებ რადგან მეშინია რომელიმე ცოფიანმა ძაღლმა, რომ არ უკბინოს“.

 

მართალია ეს პრობლემა მხოლოდ აბაშას არ აწუხებს მაგრამ აქ მაინც ძალიან მძიმე სიტუაციაა, რომლის მოგვარებას დიდი ფიქრი და დრო არ სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს შესაბამისი ორგანოები თავს იყრუებენ. როგორც მახსოვს ამ ხელისუფლების დევიზია „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, მაგრამ ეს სიტყვები აბაშაში უკუღმა ესმით: „ლაპარაკი საქმის ნაცვლად“.

 


აკაკი წოწონავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42