ნაციონალური მოძრაობა პეტრე დევრიშაძის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებს იბარებს. საუბარია დევრიშაძის კომპანიებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტის ორი კომპანია ქართულ ჯარს ამარაგებს. თავდაცვის სამინისტრო მისგან ეკიპირების გარდა, კომპიუტერულ ტექნიკასაც ყიდულობს.
„ყველა უწყებაში იქნება თავდაცვის სამინისტრო, შსს რუსეთს, ანუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი. მათ შორის თანამდებობებზე, ჯაშუშები და ამ ჯაშუშებს ფულს უხდის არა მტრულად განწყობილი სახელმწიფო, არამედ თავად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება,“ - განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს მოწვევასაც ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






