შაბათის კურიერმა აღნიშნულ საკითხზე სკანდალური სიუჟეტი მოამზადა. პეტრე დევრიშაძის კომპანია ქართულ ჯარს ამარაგებს. ამ კომპანიამ ყველაზე დიდი შეკვეთები მას შემდეგ მიიღო, რაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა.
პარლამენტის ნდობის ჯგუფში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებს აკონტროლებს, ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს საქართველოს წინააღდეგ იყოს გამოყენებული. დევრიშაძემ 2010 წელს თავად აღიარა, რომ რუსული სამხედრო დაზვერვის ჯაშუში იყო და რუსულ გრუს საქართველოდან ინფორმაციას გადასცემდა.
სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა პეტრე დევრიშაძის ორი კომპანიის და საქართველოს ძალოვანი სამინისტროების კავშირი გამოიძიეს.
ირკვევა, რომ ტენდერებში პეტრე დევრიშაძე ორი კომპანიით მონაწილეობს - მარჯიო ელ ტე დე და გლობალ თრეიდ გრუპი. ერთ დევრიშაძეს ეკითვნის, მეორე მის ცოლს, თუმცა, იქაც დირექტორი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირია. ჯამში ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმაბვლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ადამიანისაგან სანავიგაციო და მეტეოროლოგიური ხელსაწყოები 256,564.00 ლარად იყიდა. მისგან შეიძინა გასანათებელი მოწყობილობები სამხედროებისთვის 214,974.76 ლარად. ქართველი ჯარისკაცები ახლა დევრშაძის კომპანიისგან ნაყიდი ზურგჩანთებით და კარვებით სარგებლობენ, მან მიჰყიდა თავდაცვის სამინისტროს მფრინავის უნიფორმები.
მასალის გამოყენების პირობები






