„ომბუდსმენის წარმოამდგენლები პატიმრებს აუხსნიან, რომ პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ“ - გიორგი ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:03, 30 Jun, 2018     859

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს. ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.

აღნიშნულ საკითხს სახალხო დამცველის მოადგილე ეხმაურება და აცხადებს, რომ 2 ივლისს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები აღნიშნულ დაწესებულებაში მივლენ, პატიმრებს გაესაუბრებიანდ ა აუხსნიან, რომ პროტესტის არავითარი საფუძველი არ არსებობს:

„ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გავაკეთეთ. კვლევა მომზადდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, ჩვენი მანდატის ფარგლებში. მათ ჰქონდათ ციხეში შესვლის უფლებამოსილება, იდენტიფიცირებული იქნა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ციხეში პირველადი შესვლისას სრული შემოწმების პრობლემა, რომელიც დაასახელეს პატიმრებმა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შიმშილობის დაწყების შესახებ, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხუთშაბათს ღამე მეხუთე დაწესებულებაში, გაესაუბრნენ პატიმრებს და ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ინციდენტი ამოწურულია. ჩვენი თანამშრომლები დამატებით კიდევ მივლენ ორშაბათს, გაესაუბრებიან პატიმრებს, რათა აუხსნან, რომ მათ, რეალურად, პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ. ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია, მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42