დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. კალაძე თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხევითაც დედაქალაქის მერიამ 45 მილიონიანი ტენდერი ჩაშალა, რომლის ფარგლებშიც თბილისში 100 ახალი ავტობუსი უნდა შემოეყვანათ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მერიამ ვერც ერთი ტენდერის გამართულად ჩატარება ვერ შეძლო, რაც არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.
კახა კალაძე აცხადებს, რომ ავტობუსების შესაყვანად ტენდერი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო ჩაიშალა და უახლოეს დღეებში თავიდან გამოცხადდება:
„ტენდერის ჩავარდნას რაც შეეხება, გამარჯვებული კომპანია იყო მანი, თუმცა, გარკვეული ხარვეზები ჰქონდა დოკუმენტაციაში, რომელიც იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, ამის გამო მოხდა ტენდერის ჩაშლა და რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადდება. დაახლოებით, 90 ავტობუსზეა საუბარი ამ ეტაპზე, თუმცა, ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, პრემიერმინისტრთან და არ გამოვრიცხავ, რომ წელს კიდევ დამატებით გარკვეული რაოდენობები შევისყიდოთ,“ - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






