„მნიშვნელოვანია, გვქონდეს რეგულარული კონტაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ - სერგი კაპანაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე
პოლიტიკა - 12:39, 30 Jun, 2018     693

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, არასამტავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული კონტაქტი მნიშვნელოვანია. ამ წუთებში კომისიის წევრები ომბუდსმენის აპარატისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან:

"საგამოძიებო კომისია აგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს რეგულარული კონტაქტი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სამართლებრივ, მათ შორის სისხლის სამართლებრივ საკითხებზე. იმის გამო, რომ ძალიან დიდი ინტერესია ამ საქმისა და ზოგადად საგამოძიებო კომისიის საქმიანობის მიმართ, მნიშვნელოვანია ეს რეგულარული კონტაქტები. ახლა გვექნება საუბარი მათთან იმ პროგრესზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში საგამოძიებო კომისიას ჰქონდა და ასევე განვიხილავთ მათთან იმ რეკომენდაციის პროექტებს, რომელიც შეთავაზებულია კომისიისთვის. კომისიას ჯერ არ უმსჯელია ამ რეკომენდაციებზე და ძალიან მალე განხორციელდება ეს მსჯელობაც და იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს ორი რეკომენდაცია ეხება ერთის მხრივ ერთი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ვინაიდან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და მეორე - ერთ-ერთი არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42