რა პოზიცია ექნება საქართველოს ეკლესიას და უნდა აღიაროს თუ არა უკრაინის ავტოკეფალია, ეს იყო მთავარი კითხვა.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ამ თემაზე პოლიტიკოსები განცხადებებს ვერ გააკეთებნ, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ეკლესია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკმაოდ რთულ ვითარებაში და გადაწყვეტილებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, ვინაიდან უკრაინა არის საქართველოს პარტნიორი, ხოლო რუსეთი ოკუპანტი, ევრიოპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვანია, ხოლო ეკლესიის დამოუკიდებლობა ევროკავშირის ერთერთი ფუძემდებლური პრინციპია.
,,ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს უკრაინასთან და ვაკვირდებით რა ხდება მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში, ეს საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მათთვისაც ვისთვისაც მართლმადიდებლობაა მნიშვნელოვანი. ჩვენ პოლიტიკოსები რჩევას არავის ვაძლევთ, გადაწყვეტილება თავად ეკლესიამ უნდა მიიღოს. რუსეთი ცდილობს გავლენის მოხდენას და ამისთვის ის ყველა საშუალებას იყენებს“ - აცხადებს ევროპარლამენტარი იან ოლბრიხი
,,მნიშვნელოვანია გონივრულად ვიმოქმედოთ. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ეს მოკლე დროში ვერ მოხდება. აუცილებლად უნდა ილაპარაკონ უკრაინელებმაც და რუსებმაც, რადგან გართულება ყველაზე დიდი მტერია“ - აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ზობორსკა
მასალის გამოყენების პირობები






