ამანდა კრისტიანსენს შვედეთიდან, არასდროს უყვარდა თავისი სხეული. მრავალი კომპლექსების გამო მან 11 წლიდან გახდომა დაიწყო, იმიტომ რომ ეგონა, მისი მუდმივი შფოთვის, ცუდი განწყობისა და უმეგობრობის მიზეზი, მისი „ზედმეტი“ წონა იყო.
„ მე წყნარი ბავშვი ვიყავი და თითქმის არ მყავდა მეგობრები. ჩემი წონა ყოველთვის ნორმალური იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემ სხეულთან არასწორი დამოკიდებულება მქონდა. მე ძალიან დაძაბული ვიყავი და თავს დაუჯერებლად მარტოსულად ვგძნობდი. ვფიქრობდი, რომ რაღაც ისე ვერაა და გადავწყვიტე, რომ წონაში დამეკლო, იმისთვის რომ საკუთარი თავი შემეცვალა.“- აღიარა ამანდამ.
შედეგად გოგონამ თავი განადგურებამდე მიიყვანა. მისი წონა 31 კილოგრამამდე შემცირდა. ეს იმიტომ, რომ ამანდა მხოლოდ საღეჭ რეჟინს ღეჭავდა და გაზიან სასმელს სვამდა. მიუხედავად იმისა, რომ 7-8 საათი ეძინა, თავს მუდმივად დაღლილად გრძნობდა. მას პარანოიაც დაეწყო: ეჩვენებოდა, რომ ზედმეტი კალორიებს შეეძლო მის სხეულში საკვების მიღების გარეშეც შეეღწია. მაგალითად ის თავის უმცროს ძმას უკრძალავდა მასთან შეხებას, თუ მას სადილობის შემდეგ ხელები არ ქონდა დაბანილი, იმიტომ რომ ეშინოდა, ხელის თითებზე არსებულ საკვების ნაწილაკები მის სხეულში კანიდან არ შესულიყო.
„რომ არ მეჭამა და ეს არ შეემჩნიათ, საკვებს ტანსაცმელში ვიმალავდი, ტყუილების ექსპერტი გავხდი, ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ აზრებს და ქმედებებს. ავადმყოფობაც დღითიდღე უფრო მაკონტროლებდა. ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ რომ მკვდარს ვგავდი და ეს მართალიც იყო, მე ვეღარაფერს ვაკონტროლებდი და მხოლოს სიკვდილი მინდოდა.
ამანდას თქმით ექიმებს, ახლობლების ხათრით მიმართა და ნელ-ნელა მისი მდგომარეობაც გაუმჯობესდა.
ამანდა ძალისმიერი ვარჯშებით დაინტერესდა და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ნორმალურად კვება დაიწყო.
„მე დავიწყე მეგობრებთან ურთიერთობა და გავიცანი ახალი ადამიანები. დავიწყე ცხოვრებაში დადებითის დანახვა და ამან გამაძლიერა.“- ამბობს ამანდა.
ამანდა ძალისმიერი ვარჯიშებით მწვრთნელის მეთვალყურეობით სერიოზულად დაკავდა, კუნთებმა დაიწყეს გაზრდა, სხეული კი უფრო მეტ საკვებს ითხოვდა. ნელ-ნელა წონაში მოიმატა თუმცა კი არ გასუქდა, უბრალოდ მრგვალი ფორმები შეიძინა.
ახლა ამანდას 2-ჯერ მეტს იწონის ვიდრე ადრე, თუმცა მისი ცხოვრება სრულიად სხვაგვარია, ის ძალიან აქტიურია ინსტაგრამზე და ანორექსიასთან ბრძოლის, ცხოვრების ჯანმრთელი წესის და ჯანსაღი კვების შესახებ რჩევებს სხვებს აძლევს.










მასალის გამოყენების პირობები






