შირლი პოტერი კოსმეტიკას იშვიათად იყენებდა, ამიტომ არ იცოდა რომ კოსმეტიკურ საშუალებებს გამოყენების ვადა ჰქონდა. ერთხელ, როდესაც ის თავის გოგონასთან სტუმრად მიდიოდა, საპარიკმახეროში ვარცხნილობა დაიყენა, მაკიაჟი კი სახლში გაიკეთა. მეორე დღეს შირლის თვალები ჩაუწითლდა და ატკივდა. ქალი ოფთალმოლოგთან წავიდა, ექიმმა ვერანაირი დაავადების ნიშანი ვერ ნახა და ქალი სახლში გაუშვა. შემდეგ დღეებში შირილის მხედველობა მკვეთრად გაუარესდა. რამდენიმე დღეში როდესაც შირილმა სავაჭრო ცენტრში საბავშვო ეტლი ვერ დაინახა და დაეჯახა, კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ოფთალმოლოგთან ვიზიტი. ხანგრძლივი გამოკვლევების შემდეგ ქალს ორივე თვალსი სერიოზული ინფექცია დაუდგინდა.
„ექიმმა მკითხა, ხომ არ გამომიყენებია ძველი კოსმეტიკა, მე ვუპასუხე, რომ გამოვიყენე წამწამების ტუში, რომელიც 20 წლის წინანდელია.“- ამბობს შირლი.
შირლიმ აღიარა, რომ კოსმეტიკის იშვიათად გამოყენების გამო არც კი აკონტროლებდა მათ ვადას. მიუხედავად სამკურნალო კურსის გავლისა, შირლის მხედველობა თანდათანობით ისევ უარესდება და მალე ის ნივთების კონტურებსაც ვერ დაინახავს.


მასალის გამოყენების პირობები






