2015 წლის 26 ივლისს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ოლეგ ბელოვმა, რომელმაც გაიგო, რომ მეუღლის საჩივრის გამო მისთვის შესაძლოა შვილები ჩამოერთვათ, შურისძიება გადაწყვიტა და ოჯახში ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, დახოცა მეუღლე იულია ზაიცევა და 6 შვილი.
მკვლელობის შემდეგ მან კარები და ფანჯრები დაკეტა, ცხედრების სუნი რომ გარეთ არ გამოსულიყო და მეზობლები არ შეეწუხებინა, სახლის ყველა კარი და ფანჯარა სამშენებლო ქაფით ამოავსო. ცხედრების დანაწევრების და ნაგვის პაკეტებში მოთავსების დროს მას არც რეზინის ხელთათმანების ჩაცმა დავიწყებია.
ბავშვების დაკარგვის შესახებ პირველი განგაში საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ატეხეს, მას შემდეგ, რაც ბავშვები ბაღში რამდენიმე დღე არ გამოჩნდნენ. ოჯახის ბედმა შეაშფოთა იულიას დედაც, როდესაც ის თავის გოგოს ვერ დაუკავშირდა დასახმარებლად პოლიციას მიმართა.
გამომძიებლები ბელოვის სახლში ფანჯრიდან შევიდნენ და ნანახით შოკში ჩავარდნენ, სახლი ცარიელი იყო, თუმცა მთლიანად სისხლით მოთხვრილი.
ოლეგ ბელოვზე ძებნა გამოცხადდა, ის ქალაქ კოვროვში იპოვეს, სადაც მორიგი მკვლელობისთვის ემზადებოდა. მანამდე როგორც აღმოჩნდა მას საკუთარი დედა ჰყავდა მოკლული და დანაწევრებული.
დაკავების დროს ის პოლიციელს დაესხა თავს, რის გამოც მუცელში ტყვია მიიღო. ექიმებმა ის გადაარჩინეს და მკურნალობა უკვე ციხის საავადმყოფოში გაძლიერებული დაცვის ქვეშ გააგრძელა. ძიების დროს აღმოჩნდა, რომ იულია ზაიცევა პოლიციაში ხშირად ჩიოდა, რომ ქმარი მათზე ძალადობდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სამართალდამცავებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს.
როგორც ბელოვმა სასამართლოზე განაცხადა, მას სჯერა რომ მისი შვილები აღდგებიან და ისევ ერთად იცხოვრებენ.




მასალის გამოყენების პირობები






