რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დასკვნით სტადიაშია. მაგრამ სექს-სკანდალები, რომელიც საფეხბურთო პერიპეტიების მიღმა ხდება, არანაკლებ ყურადღებას იპყობს მსოფლიოში, ვიდრე თავად სპორტული ღონისძიება.
რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრში რუსი გოგონების საქციელია, რომლებიც იმდენად ხელმისაწვდომი არიან, რომ სტუმრებს შორის "მსოფლიოში ყველაზე ადვილად მოსხელთებელთა" სახელიც კი დაიმსახურეს.
რუსი გოგონების საქციელზე არაერთი მასალაა გამოქვეყნებული სხვადასხვა მედიასაშუალებაში და სოციალურ ქსელში.
რუსულმა «Московский Комсомолец»-მა გამოაქვეყნა სტატია სატაურით "ბო-ების დრო: რუსი გოგონები არცხვენენ თავის თავს და ქვეყანას".
ამავე თემაზე წერს აზერბაიჯანული 1news.az სტატიაში "სექსი და ფეხბურთი - რუსი გოგონები თავის თავს უცხოელებზე საქონელივით ყიდიან".
რუსი გოგონების ქცევაზე არაერთი მასალა ქვეყნდება სოცქსელებშიც, რაც საყოველთაო გაოცებას და აღშფოთებას იწვევს.
"ბო-ები ყველა ქვეყანაში არიან, მაგრამ რაც აქ ხდება ყველა ზღვარს სცილდება," - წერს ერთერთი მომხმარებელი.
განსაკუთრებული პოპულარობით სამხრეთამერიკელები სარგებლობენ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ცანს თუ რა ურთიერთობები აქვს რუს გოგონას ბრაზილიელ ფანებთან.
"- ვის აძლევ? არგენტინელს მიეცი ჩემი რჩევაა", - ასეთ რჩევას აძლევს რუსი გოგონა თავის მეგობარს მეორე ვიდეოში.
"მე მხოლოდ ფოტოს გადაღება მინდოდა, მათ კი კოცნა დამიწყეს... არა სამხრეთ ამერიკაში უნდა წავიდე და გავთხოვდე იქ. ფანებო! თქვენ ზალიან მაგრები ხართ ," - წერს კმაყოფილი რუსი გოგონა ინსტაგრამში.

მასალის გამოყენების პირობები






