" ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის ჩვენებები რთული მოსასმენი იყო... ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კითხვები ჩნდება" - მდინარაძე
პოლიტიკა - 15:39, 29 Jun, 2018     1690
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ძალიან რთული მოსასმენი იყო მოწმე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენებები.

„ისინი ყვებოდნენ დეტალებს, მათ შორის, დაჭრის შემდეგ და მოვლენებს დეტალურად აღწერდნენ. თუმცა ახალი ხელშესახები, რომ გამოძიებას რაიმე მისცეს, ასეთი მათ, სამწუხაროდ, არ უთქვამთ..."- თქვა დეპუტატმა.

მდინარაძის განცხადებით, დღეს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება, რატომ არ დაიკითხნენ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებმა გამოკითხეს.

„როდესაც ამ საქმეს, შესაძლოა, სავსებით სამართლიანად საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მაშინ სამი მთავარი კითხვა იყო. ეს სამი კითხვა ფარდულსა და მის დანგრევას, გაღუნულ დანას და სუბელიანის თემას შეეხებოდა. სუბელიანი დღეს დაკავებულია. მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ამაზე კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ რჩება. ფარდულს რაც შეეხება, მისი აღდგენა სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება. ვიღაცას ფარდული შეგნებულადაც დაენგრია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საქმესთან დაკავშირებით არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს. დღეს აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება. რატომ არ დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად გამოკითხეს პოლიციელებმა და მათთან ოპერატიული მუშაობა ჰქონდათ გაჩაღებული. საქმეში მათი დაკითხვის ოქმები არ არის და მათი დაკითხვა შემდეგ ოფიციალურად ხდება. ამ კითხვებზე პასუხებისთვის შსს-ს თანამდებობის პირები და გამომძიებელი დაბარებულია. ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს და ეს კითხვები ჩვენ აუცილებლად გვექნება, მათ შორის ძალიან კრიტიკული მიმართულებითაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42