"ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა" გამოაქვეყნა, 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა" - ჩერქეზიშვილი
პოლიტიკა - 15:10, 29 Jun, 2018     690

„ზოგადად, მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა" დღეს გამოაქვეყნა, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 7.5 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.3, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ზრდა 6.1 პროცენტია.

„2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, სადაც ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა დღგ-სთან მიმართებაში და ამან დამატებითი ბიძგი მისცა ზრდის ტემპის დაჩქარებას. ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა" - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი; დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა; საფინანსო შუამავლობა; სასტუმროები და რესტორნები. გარდა ამისა, 2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის მაისში საქონლის ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 323.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის 25.2 პროცენტით გაიზარდა და 803.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მაისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42