თბილისის მერი ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს დელეგაციების კონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 13:00, 29 Jun, 2018     878

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანთან, ანდრეას კიფერთან ერთად, ევროპულ ინსტიტუტებში (The Congress/CoE, Cemr, Corlear) საქართველოს დელეგაციების ერთობლივ კონფერენციას დაესწრო.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ კონფერენციაზე დელეგაციების სამოქმედო სტრატეგიებზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებსა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეებზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და ასევე, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, შეკრებულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს თვითმმართველობის წარმომადგენლები ევროპულ ინსტიტუტებში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენენ.

„სემინარზე საუბარი ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას შეეხო. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. აღნიშნულ რეფორმებს ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების თავმჯდომარე ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლატფორმა სწორად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლის ვალდებულებებიც აღებული გვაქვს და რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის განცხადებით, კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

კონფერენციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და დედაქალაქის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42