მომხმარებლებს ხშირად ესმით სიტყვა ლიზინგი, თუმცა ბევრმა არ იცის თუ რას ნიშნავს, რა სპეციფიკის მატარებელია და რა უპირატესობებს გვთავაზობს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ზოგადად მიმოვიხილოთ აღნიშნული ფინანსური სერვისი.
ლიზინგი - («to lease» — იჯარით აღება (ინგლ)), ერთ-ერთი ფინანსური მომსახურების სახეობაა, რომლის ძირითადი აზრიც დაკრედიტებას გულისხმობს, გარკვეული ავტომობილების, სპეცტექნიკისა და მოწყობილობების შესაძენად.
ბიზნესის მართვის შემთხვევაში, როდესაც პოსტკრიზისული პერიოდი გვაქვს და საბანკო კრედიტების მიღება საკმაოდ რთულია, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული, ლიზინგის სერვისი ყველაზე ეფექტური საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს. ის შესაძლებლობას გვაძლევს უმოკლეს დროში გავაფართოვოთ და გავზარდოთ ჩვენი წარმოება, რაც, ცხადია ეკონომიკური თვალსაზრისით დადებითად აისახება.
რა პრინციპით მუშაობს სალიზინგო კომპანია? სალიზინგო კომპანია შეისყიდის მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ ტექნიკას, იქნება ეს ავტომობილი, მოწყობილობა თუ ტექნიკა, გადასცემს მას ექსპულატაციისთვის საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდით. აქვე უნდა აღინიშნოს რომ სასურველი ტექნიკის გამყიდველს თავად მომხმარებელი ირჩევს.
სალიზინგო შეთანხმების პერიოდში, მომხმარებელი ფარავს ტექნიკის ღირებულებას პლუს სალიზინგო მომსახურების საკომისიოს. ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ , როდესაც ვალდებულება მთლიანად დაიფარება, სარგებლობაში არსებული ტექნიკა ან ავტომობილი მომხმარებლის მფლობელობაში გადადის.
ლიზინგის მომსახურება გრძელვადიანი პერიოდის წყალობით საგრძნობლად გვიმსუბუქებს ყოველთვიურ გასავალს, რაც დაგვეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოში აღნიშნული მიმართულება ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვითარდება. უამრავი იურიდიული პირი სარგებლობს სხვადასხვა სახის ლიზინგით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ფიზიკური პირებისათვის შექმნილი ავტო სალიზინგო მომსახურებები, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ ბაზარზე. ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს აქვს სურვილი ავტომობილის შეძენის, თუმცა თანხის შეგროვებას ვერ ახერხებს, ბანკში კი ან ამოწურული აქვს სასესხო ლიმიტი ან საერთოდ არ უმტკიცებენ სესხს. მათთვის ავტო ლიზინგი იდეალური ვარიანტია. ირჩევთ ავტომობილს, სალიზინგო კომპანია შეისყიდის მას, მართავთ ავტომობილს სურვილისამებრს, ვალდებულებას კი ყოველთვიური თანაბარი გადახდებით ფარავთ.
თუ გადაწყვეტთ რომ ავტოლიზინგით ისარგებლოთ, პირველ რიგში autocash - ს ესტუმრეთ, შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის პირობები ერთმანეთს, გაიგეთ უფრო მეტი, განსაზღვრეთ თქვენთვის მისაღები მაჩვენებლები და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ საუკეთესო. ავტოქეში ავტო ლომბარდებისა და ავტო სალიზინგო კომპანიების ონლაინ კატალოგია, რომელიც მიუკერძოებელ, 100% -ით ვალიდურ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ დაეყრდნოთ ჩვენს ინფორმაციას, შეადაროთ ჩვენთან და მიიღოთ მეტი.
Autocash.ge - შეადარე და მიიღე მეტი!
მასალის გამოყენების პირობები






