„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა შევისყიდოთ "მეცხრე არხი" და "ინფო 9", რათა გადავარჩინოთ ისინი დახურვას, ასევე მისი ღირსეული ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები ღირსეული სამუშაო ადგილების დაკარგვას და უზრუნველვყოთ მათი დემოკრატიულობის უმაღლესი სტანდარტის არსებობა! დროულად დავეხმაროთ ამ მედიასაშუალებებს და გადავარჩინოთ ეს საინფორმაციო არხები უშუალოდ ერთი კონკრეტული ოლიგარქის, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ ტოტალურ კონტროლს. ჩვენი გეგმა უაღრესად რეალური და მარტივია.
ის არ საჭიროებს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისათვის საჭირო გრძელვადიან პროცედურას და უზრუნველყოფს მედიასაშუალებების სრულ ანგარიშგებას და მართვას საზოგადოების მხრიდან. "მეცხრე არხის" მეპატრონეს აღარ სურს, რომ ამ საინფორმაციო საშუალებებს ფლობდეს. ისინი ჩვენ, ხახლს გვჭირდება, რომ საინფორმაციო წყვდიადში ან მანიპულირებადი და სრულად კონტროლირებადი მედიის პირობებში არ აღმოვჩნდეთ. რა თქმა უნდა, უაღრესად პატივსაცემი ჟურნალისტებისა და სხვა თანამშრომლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მათ საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად მოიპოვეს და ამით ჩვენ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი სამსახური გაუწიეს“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ლაშა ჩხარტიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






