ზაზა სვანაძე: პრემიერ-მინისტრი უპასუხისმგებლოდ მოიქცა
საზოგადოება - 12:13, 20 Aug, 2013     1871

„ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუმფი, მისი პოლიტიკური ინტერესების აღსრულების შემდეგ დაითხოვა და უყურადღებოდ, უსამსახუროდ და ყოველგავრი ანაზღაურების გარეშე დატოვა, მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები.

 


2012 წლის დეკემბრის პრესკომფერენცია, რომელიც „პრაიმ-ტაიმში“ გავმართე, იყო დაგეგმილი „ინფო 9“-ის ჟურნალისტების მხრიდან. ისინი მაშინ მოატყუა მანანა ელიაშვილმა და შეპირდა რომ „მე-9 არხზე“ ახალ სამსახურში დაასაქმებდნენ. მან ჟურნალისტები დააიმედა. მაშინ ისინი გაჩუმდნენ და მითხრეს აი, შენ გაახმოვანე ჩვენ არ გამოვჩნდებით. მაშინ სოლიდარობა,არც თვითონ „მე-9 არხის“ ჟურნალისტებს გამოუცხადებიათ და არც სიუჟეტი გაკეთებულა ამ თემაზე, რაც სამწუხაროა. ასევე მანამდე წასული ჟურნალისტები თუნდაც იგივე „მე-9 არხიდან“ ვინც მანამდე დატოვა ტელევიზია მაგალითად: ნათია ლაზაშვილმა, თამარ რუხაძემ.

 


სოლიდარობა არ გამოუცხადებიათ მათთვის, ასე რომ ახლა უკვე თავად შემოუტრიალდათ ეს ყველაფერი იმ ჟურნალისტებს რომლებიც დღეს მუშაობენ მეცხრე არხზე და დღედღეზე აღარ იმუშავებენ. ანუ სოლიდარობის განცდა როდესაც არა გაქვს სხვათა მიმართ, შეიძლება ოდესღაც შენც დაგჭირდეს სოლიდარობა და ამის მაგალითია დღევანდელი ჟურნალისტები ვინც იქ მუშაობენ.
სამწუხაროდ ეს ფინალი მე დიდი ალბათობით მეგონა რომ გარდაუვალი იყო, უბრალოდ არ მეგონა რომ ეხლა მოხდებოდა.

 

საკმაოდ უცნაური და არაპოპულარული ნაბიჯია, იმიტომ რომ ამითაც დაკარგავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხმებს. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმაც წამოაძახა მას, რომ მედიასაშუალებები ჩემს დროს იხსნებოდა , ხოლო ივანიშვილი თავისივე მედიასაშუალებას ხურავს და ეს მხოლოდ მისი არჩევანია. გასაგებია რომ კერძო სექტორია მაგრამ არ ნიშნავს რომ კერძო სექტორში მოღვაწე ბიზნესმენს პასუხისმგებლობებისგან ათავისუფლებს კანონი, ან შრომის კოდექსი.

 


ეს არ ნიშნავს რომ ადამიანს როცა მოეპრიანება გახსნას და დახუროს თავისი სწრაფი გეგმების მიხედვით, ეს არის დანაშაული, ვინაიდან რამდენიმე თვით ადრე მაინც უნდა ყოფილიყვნენ,მინიმუმ 2 თვით ადრე ჩაყენებულები საქმის კურსში ეს ადამიანები, რათა მათ სარეზერვოდ სამსახური ეძებათ. ეს ყველაფერი მარტივად რომ ვთქვათ სხვა თუ არაფერი უპასუხისმგებლობაა და სხვისი ოჯახური მდგომარეობის , სხვისი საფრთხის წინაშე მდგარი ოჯახის , შიმშილის პირას მდგარი ოჯახის ფეხებზე დაკიდება ძაან პრიმიტიულად რომ ვთქვათ“, - განაცხადა სვანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42