მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 12 საკითხი. მათ შორის არის საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის როლანდ ბლადაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“
მასალის გამოყენების პირობები






