ივანიშვილის გასაიდუმლოებული შეხვედრა დიპლომატებთან - რატომ შეხვდა უცხოელ მაღალჩინოსნებს ექსპრემიერი ფარულად
პოლიტიკა - 21:17, 28 Jun, 2018     3610
ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებული შეხვედრა არაფორმალურ გარემოში - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სასტუმრო „ვინოტელში“ დიპლომატიურ კორპუსს მამუკა ბახტაძის პრემიერად დამტკიცებიდან მეორე დღესვე შეხვდა.

სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მედიისათვის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ელჩებს აუხსნა გიორგი კვირიკაშვილის წასვლის და ახალი პრემიერის დამტკიცების მიზეზები.

ელჩებმა დღეს „კურიერს“ თავად დაუდასტურეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

ყოფილი პრემიერის შეხვედრას დიპლომატიურ კორპუსთან არც საგარეო საქმეთა მინისტრი და არც ახალი პრემიერი ბახტაძე ესწრებოდნენ. როგორც გაირკვა, მედიისთვის გასაიდუმლოებული შეხვედრა, ასევე დაფარული იყო „ქართული ოცნების“ წევრების დიდი ნაწილისთვის. მათ დღეს ამის შესახებ „კურიერისგან“ გაიგეს.

„ვინოტელში“ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მხოლოდ პარლამენტის საგარეო გუნდის წევრები, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა და თამარ ხულორდავა იმყოფებოდნენ.

რა ახსნა-განმარტება მიიღეს დიპლომატებმა ყოფილი პრემიერისგან უცნობია. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მხოლოდ საგარეო პოლიტიკური თემები განიხილეს.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, უცხოელი ელჩების მთავარი კითხვები პრემიერის მოულოდნელ შეცვლას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხებოდა.

საუბარი შეხვედრაზე იმ პოლიტიკური კრიზისის შესახებაც იყო, რომელიც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ შეიქმნა.

წყარო: "რუსთავი 2".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42