საპენსიო ასაკი თანაბარია მსოფლიოს ორმოცდახუთ ქვეყანაზე მეტში - თეონა ჭალიძე
პოლიტიკა - 19:37, 28 Jun, 2018     1694
,,ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებას ეხმაურება

,,გვახარებს, რომ ,,ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ინიციატივა, ერთი წლის შემდეგ მაინც გაითვალისწინა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე ალაპარაკდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ საპენსიო ასაკად უნდა განისაზღვროს 60 წელი და არა 63,5 ან სხვა ასაკი, ისე, როგორც ამას აკაკი ზოიძე აცხადებს. ზუსტად ერთი წლის წინ ,,ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა მივმართეთ პარლამენტს, შევიტანეთ საკანონმდებლო წიმადადებაც სადაც ვითხოვდით, რომ საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის გათანაბრებულიყო და განსაზღვრულიყო 60 წლით.

სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის (თავი II, მუხლი 5, პუნქტი 1) მიხედვით ,,პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის 65 წლის მიღწევა, ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან". ვფიქრობ, რომ ეს აშკარა დისკრიმინაციაა როგორც კაცების, ასევე ქალების მიმართ.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩვენი აზრით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთანაც.

საპენსიო ასაკი თანაბარია მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყანაში. მათ შორის არიან: ბელგია, საფრანგეთი, დანია, ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და სხვა" - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა დაიწყება, საპენსიო ასაკად კი შესაძლოა 63,5 წელი განისაზღვროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42