ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:50, 28 Jun, 2018     1522

ჰონგ კონგის ნავსადგურში თავისუფალ შესვლასთან, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და დამხმარე საზღვაო მომსახურების გამოყენებასთან, ასევე მასთან დაკავშირებულ საფასურებთან და გადასახდელებთან, საბაჟო საშუალებებთან და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფასთან დაკავშირებით ისარგებლებენ იგივე პირობებით, როგორითაც სარგებლობენ ჰონგ კონგის გემები - ამას ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 28 ივნისს, საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოაწერა.

„საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ქვეყნის ღია ბაზრის, ლიბერალური ეკონომიკისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო არის რა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული წევრი, თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებით სარგებლობს ევროკავშირთან, EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ჰონგ-კონგთან.

„ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები და გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში ინვესტირებისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი ქვეყანაა," - განაცხადა გენადი არველაძემ.

მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით. ჰონკონგი ამ ორივე მომსახურების მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ის ფაქტი, რომ შეთანხმების პირობების თანახმად, ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები, უპრეცედენტოა ჰონგ კონგსა და სხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებებისგან განსხვავებით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქართული დროშის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42