აშიშვლებენ თუ არა ციხეებში ქალებს - სასჯელაღსრულების სამინისტრო ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშს ეხმაურება
პოლიტიკა - 16:39, 28 Jun, 2018     1622

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ იზიარებს „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მითითებულ დასკვნებს და განცხადებას ავრცელებს.

"აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღეს მოქმედი შემოწმების პროცედურა, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან, ციხის ევროპულ და ქალ პატიმართა მიმართ მოპყრობის წესებთან, ასევე ევროპის წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის შესაბამის რეკომენდაციებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან. მსგავსი პრაქტიკა ასევე მიღებული და დანერგილია არაერთ წამყვან ისეთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი ირლანდია და სხვა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი) რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმართა მიღებისა და შემოწმების პროცედურა.

პატიმარს სრული შემოწმება უტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტოვებს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიას და კონტაქტი აქვს გარე სამყაროსთან (სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გაყვანა, დაწესებულების დროებით დატოვება 3 წლის ასაკის შვილის მონახულების გამო და სხვა). შემოწმების მთავარ მიზანს წარმოადგენს, დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების პროცედურა მკაცრადაა რეგლამენტირებული პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით. აღნიშნული პროცედურის თანახმად, პატიმარი შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს - სკანერის გამოყენებით, თუ ნაწილობრივი გაშიშვლების გზით. N5 პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკანერის აპარატით, რომლითაც ხორციელდება შემოწმება.

პრაქტიკის ანალიზი და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, არჩევანს აკეთებს სკანერით შემოწმებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრძოლის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულოდ მოითხოვს, დაწესებულებაში მოთავსების დროს მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების აღმოჩენა და მათი სათანადო წესით აღწერა/დაფიქსირება ექიმის მიერ, რაც შეუძლებელია განხორციელდეს სხეულის დათვალიერების გარეშე" - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42