ალბომი უაფხაზეთოდ და უსამაჩაბლოდ
პოლიტიკა - 16:09, 28 Jun, 2018     1186
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ალბომი „საქართველო“, რომლის ავტორიც არის აღმოსავლეთმცოდნე არჩილ ქიქოძე. ალბომი დაყოფილია ისტორიული კუთხეების მიხედვით და ქართულ-რუსული ტექსტით აღწერილია თითოეული კუთხის ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებები, ადათ-წესები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დართულია ქართველი და უხცოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები. როგორც ჩანს, წიგნი განკუთვნილია რუსი ტურისტებისთვის და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს საქართველოში მოგზაურთათვის. სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის ალბომში ადგილი ვერ მოიძებნა იმ მიზეზით, რომ ეს ორი რეგიონი დღეისათვის არის ოკუპირებული და, როგორც გვაუწყებენ, ამიტომ ვერ მოხერხდა იქაური ღირსშესანიშნაობების ფირზე აღბეჭდვა.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულმა ალბომმა აფხაზეთის საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც უმაღლეს საბჭოში აღნიშნეს, მსგავსი გამოცემები ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს და არ შეიძლება მხოლოდ პირად მოსაზრებებზე ორიენტირებული ავტორების კომპეტენტურობის ამარა დარჩეს. მას საკმაოდ სერიოზული, კვალიფიციური და აკადემიური მიდგომა ესაჭიროება.

„საუბედუროდ, აფხაზეთის თემას არ ეთმობა სათანადო ყურადღება. ჩვენ რომ სრულყოფილად ვიცნობდეთ აფხაზეთის ისტორიას მთელი თავისი ხიბლითა და დიდებით, ალბათ, არცერთ ქართველს არ დასჭირდებოდა იმის კარნახი და შეხსენება, რომ საქართველოს ხსენება აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე არის ღალატი!“ - აცხადებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა.

„ჩვენ დღეს საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ოკუპირებულ თემებზე ნებისმიერი სიტყვის თქმა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ურთიერთობებისგან, არამედ თითოეული ჩვენგანისგან.

საქმეს ის ართულებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ნაკლებად გარკვეული, მათ შორის რუსი ტურისტები უაფხაზეთო და უსამაჩაბლო „საქართველოს“ ალბომის გაცნობის შემდეგ, ადვილად ირწმუნებენ იმ ცრუ ინფორმაციულ და იდეოლოგიურ პროპაგანდას, რომელსაც ოკუპანტ ქვეყანაში უნერგავენ. ეს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთ ხელისშემშლელ გარემოებად გვევლინება.

სიტყვამ მოიტანა და ბოლო დროს ფეხმოკიდებულ ტენდენციასაც შევეხები - აფხაზეთის მეტად მწვავე და საფრთხილო თემაზე ისინი ბედავენ მრუდე ფილმების გადაღებასა თუ ე.წ. ისტორიების დაწერას, ვისაც, ასე ვთქვათ, „ახლოსაც არ ჩაუვლია“ ამ პრობლემასთან და გაზვიადებული ჰუმანურობითა თუ ტოლერანტობით მოხიბლულები, მცირე ერის ჩაგვრას გვაბრალებენ და რაღაც გაუგებარ მონანიებას გვთავაზობენ...- აღნიშნა ელგუჯა გვაზავამ.

ალბომის გარეკანზე მითითებულ მოკლე ანოტაციაში ავტორი აღიარებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გამოცემული ნაშრომი ამ თვალსაზრისით ხარვეზიანია, მაგრამ იქვე დასძენს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მისი გამოსწორება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, ხარვეზი დროულად გასწორდეს და დროში არ გაიწელოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42