თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად რეგიონულ ტურნეს იწყებს
პოლიტიკა - 15:46, 28 Jun, 2018     952
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს. ერთობლივი ტურნეს დაწყებამდე, „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტის რეპეტიციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ ხელმძღვანელს, გაიოზ კანდელაკს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მაყურებელს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა აბანოთუბანში, 29 ივნისს ექნება.

„წარმატებებს ვუსურვებ ამ უნიჭიერეს ადამიანებს. დღეს, ორკესტრის ხელმძღვანელს, ბატონ გაიოზს კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადავეცით. ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ იმ ყველაფრისთვის, რასაც ხელოვნებისთვის აკეთებენ. მათ თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნებათ. ხვალ, აბანოთუბანში, 19:00 საათზე, ამ ძვირფასი ადამიანების კონცერტი გაიმართება და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ „ბიგ ბენდის“ შემოქმედებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ბიგ ბენდისა“ და ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში 30 ივნისს, ახალციხეში დაიწყება და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება. კონცერტი აერთიანებს ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს. პროექტი მოიცავს კონცერტებისა და ღონისძიებების სერიას, რომლის ძირითადი ამოცანა რეგიონების გამოცოცხლება და საქართველოს ცნობადობის გაზრდაა.

ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42