2 ლარად მოგებული 55 893 ლარი! - საქართველოს ეროვნულ ლატარიას კიდევ ერთი იღბლიანი მოგებული ადამიანი შეემატა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:37, 28 Jun, 2018     1982
საქართველოს ეროვნულ ლატარიას კიდევ ერთი იღბლიანი მოგებული ადამიანი შეემატა. გიორგი ნოზაძემ ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის’’ ბილეთი თბილისში, ,,დინამო’’ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოტოს ჯიხურში შეიძინა და 2 ლარად 55 893 ლარი მოიგო. მის მიერ არჩეული ციფრების კონბინაციამ გიორგი ნოზაძეს ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის 29 -ე გათამაშებაში მე-2 საპრიზო კატეგორია მოაგებინა. გიორგიმ 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი გამოიცნო, მან ციფრები შემთხვევითობის პრინციპით შემოხაზა, მეორე დღეს კი, ბილეთის გადასამოწმებლად იმავე ჯიხურს მიაკითხა და როდესაც შეიტყო რომ მისმა ბილეთმა 55 893 ლარი მოიგო, ,,ისეთი შოკი მიიღო, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს.’’

გიორგი ნოზაძე 28 წლისაა და მას კერძო სარემონტო ბიზნესი აქვს. როგორც საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი მსხვილი გამარჯვებული ამბობს, ,,ლატარიას ვთამაშობ, თუმცა არც ისე ხშირად, პატარა თანხებს ყოველთვის ვიგებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ როდესმე დიდი თანხის გამარჯვებული გავხდებოდი, ვთვლი რომ იღბლიანი ვარ და ლატარიას მომავალშიც აუცილებლად ვითამაშებ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ამხელა თანხის მოგება, ყველას ვუსურვებ მსგავსი სიხარულის განცდას.’’

გიორგი ნოზაძემ უკვე მიიღო მოგებული თანხა, ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლატარიას 17 მარტიდან, მაშინ როდესაც ოპერირება დაიწყო დღემდე, მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მოგებული ბილეთების რაოდენობა ნახევარმილიონს აჭარბებს. სულ მალე, კი ლატარიის ერთგულ მომხმარებელებს და მათ ვისაც ჯერ არ დაუწყია თამაში, შესაძლებლობა ექნება ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთები ონლაინ, საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდის www.lotto.ge-ის საშუალებით შეიძინონ და გახდნენ გამარჯვებულები!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42