"ვიწყებ დედაქალაქის ჭორიკანა მერით"- კუპრავა კალაძეს ცილისწამებაში და მის "ზონდერობასთან" დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 14:09, 28 Jun, 2018     2914
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ხელისუფლების წარმომადგენლებს ცილისწამებაში და მის მიზანიმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. დღეს ზვიად კუპრავა მერიაში მივიდა და კახა კალაძეს იმ განცხადების შესაბამისი დასაბუთება მოსთხოვა, რაც კალაძემ ზვიად კუპრავას ზონდერობასთან დაკავშირებით გააკეთა. კუპრავა დედაქალაქის მერისგან შესაბამის დასაბუთებას და ვერდადასტურების შემთხვევაში კი ბოდიშის მოხდას ელოდება:


„სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოვახერხე მეპასუხა ჩემს მიმართ ხელისუფლების უზნეო, ჭორიკანა თანამდებობის პირების აღვირახსნილი, შეგნებული ცილისმწამებლური კამპანიისთვის...

ვიწყებ დედაქალაქის ჭორიკანა მერით, რომელიც ნაცვლად ქალაქზე ზრუნვისა, დაკავებული იყო ჩემს შესახებ ტყუილების გავრცელებით, ანუ მიზანმიმართული დისკრედიტაციით...

დღეს, 13 საათზე მივდივარ მერიაში კალაძესთან, რათა მისი ყოველი დეზინფორმაციული სიტყვისთვის მოვთხოვო შესაბამისი დასაბუთება და ვერდადასტურების შემთხვევაში კი საზოგდოებისთვის ბოდიშის მოხდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი სარჩელით მივმართავ სასამართლოს!

დღეს კალაძე, ხვალ სხვა რომელიმე ჩინოვნიკი (მათდა სამარცხვინოდ არჩევანი დიდი მაქვს) და ა.შ. ყოველდღე, ეტაპობრივად მივადგები და აბსოლიტურად ყველას მოვთხოვ პასუხს!“- წერს ზვიად კუპრავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42