სკანდალი: ხორავაზე ფარდულის დანგრევაში პოლიცია მონაწილეობდა - ვინ არის მეოთხე დაჭრილი?
პოლიტიკა - 13:35, 28 Jun, 2018     7773
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

ოთო კახიძის განცხადებით, ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია.

„ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით. კონკრეტულად რომელი პოლიციელები იყვნენ.

ასევე დღეს გავიგეთ, რომ ერთ-ერთი პირი საუბრობს მოზარდზე, რომელსაც თავში ჰქონდა დაზიანება და მას სისხლი სდიოდა. ეს იყო აბსოლუტურად ბუნდოვანი, აქამდე უცნობი გარემოება. შესასწავლია ეს მოზარდი ვინ იყო, ვისზე საუბრობს. არც დადუნაშვილს და არც სარალიძეს თავში დაზიანება, ჭრილობა მიღებული არ ჰქონია და ეს დეტალია, რომელიც საქმეში არ იდო”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდული ვინმეს კერძო საკუთრება იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ფარდული პრივატიზებული და დაკანონებული არ იყო, ხოლო ფარდულის დემონტაჟზე მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით პოლიციამ გასცა და კონკრეტული პირი იყო, ვინც პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის შუამავალი იყო. კომუნიკაცია რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარეობდა”,- განაცხადა კახიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოკითხული მოწმე, ნიკოლოზ იორდანიშვილი პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს.

"ფაქტია ის, რომ ადამიანი ვინც ჩხუბს თავიდან ბოლომდე უყურებდა, ეს ადამიანი თავის პირით ამბობს, რომ პოლიციაში ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში მკითხავდნენ და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს.

ეს ადამიანი გვეუბნება, რომ არაფერი დაუნახავს. მაშინ, როდესაც მისი თვალთახედვის არეალში იყო უშუალოდ ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო დაჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ამიტომ კომისია მუშაობას განაგრძობს. ჩვენთვის ყოველდღიურ რეჟიმში ცნობილი სულ ახალ ახალი დეტალები ხდება“,- განაცხადა კახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42