„არმიჰოლში“ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლოს სკოლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
პოლიტიკა - 13:45, 28 Jun, 2018     970

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ორი წლისაა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში DIB სკოლის როლზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, DIB სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ამ კონტექსტში მან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და ნატოს ექსპერტთა ჯგუფს, პროექტის ლიდერ და მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორ ქვეყანას, გერმანიას, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს, იტალიას, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
DIB-სკოლის გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სტუმრებს ანგარიში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია გვენეტაძემ წარუდგინა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) იუბილე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა, შტეფან ანიქოფერმა, საქართველოში გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის, თურქეთის რესპუბლიკის ელჩებმა მიულოცეს. მათ სკოლის მიღწევები შეაფასეს და ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება ოფიციალური მიღებით გაგრძელდა, რომელიც მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა.
სკოლის ორი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, არასამთავრობო სექტორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და გადამზადებული პერსონალის რაოდენობის შესახებ ანგარიშში აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელსაც სკოლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებისათვის ასრულებს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42